ვალდის ზატლერსი - ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ რუსეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს
ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ რუსეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს, – ამის შესახებ ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა სოხუმის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.
ზატლერსის თქმით, რუსეთი ამჟამად გაურკვეველი სახელმწიფოა და მოსკოვის ხელმოწერები ნდობას ნაკლებად იმსახურებს.
„ჩვენ ემოციური ერთობა გვაქვს თავისუფლებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არაძალადობრივი გზით გამოვხატავთ სიძლიერეს. აქ იარაღი არ არის აღმართული, ეს სულების და გონების სიძლიერეა. რუსეთი ამჟამად გაურკვეველი სახელმწიფოა და ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს. ქართველებმა ერთიანობა უნდა აჩვენოთ. მსოფლიოს უნდა აჩვენოთ, თუ რა გინდათ. ეს იქნება გზავნილი რუსების მიმართაც. რუსეთის მოსახლეობა სამომავლოდ დაფიქრდება, რატომ დგას ახალგაზრდობა ჯაჭვში“, – განაცხადა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა.