ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა.

კარინშმა მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოფიციალურად თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს, როდესაც სეიმი მისი გადადგომის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, კარინშის პოსტი სეიმის დეპუტატმა, სანდა კალნინია-ლუკაშევიცმა დაიკავოს.

23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო. საუბარია კრიშიანის პრემიერმინისტრობის პერიოდში ჩარტერული რეისების ოფიციალურ ვიზიტებში გამოყენებაზე, რაც დაკავშირებულია ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან. გავრცელებული ინფორმაციით, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერული რეისით 36-ჯერ ისარგებლა, რაზეც 1.3 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.