ლატვიაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საელჩოში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივლენ, პოლიცია შეამოწმებს, რამდენად ლეგალურად იმყოფებიან ისინი ქვეყანაში
ლატვიაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საელჩოში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივლენ, პოლიცია შეამოწმებს, რამდენად ლეგალურად იმყოფებიან ისინი ქვეყანაში

ლატვიის პოლიცია შეამოწმებს იმ პირებს, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ლატვიის დედაქალაქ რიგაში, რუსეთის საელჩოში მივლენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დელფი“ ლატვიის სახელმწიფო პოლიციის უფროსის, არმანდს რუსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთის საელჩოში მისულ ადამიანებს სახელმწიფო პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ, რათა დაადგინონ, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს ლატვიაში ყოფნისათვის საჭირო ლეგალური საფუძველი. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ლატვიაში უკანონოდ მყოფი პირის გაძევების პროცედურა დაიწყება.

ლატვიის სახელმწიფო პოლიციის უფროსმა მოუწოდა ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სურთ მონაწილეობა, გაითვალისწინონ, რომ პოლიციამ, შესაძლოა, ისინი ქუჩაში გადაამოწმოს. მისივე თქმით, ანალოგიურ შემოწმებებს გადიან ლატვიის მოქალაქეებიც, როდესაც ისინი რუსეთში იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.