„თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ თელასში.