ვახუშტი მენაბდე - პოლიტიკოსებმა ერთმანეთს შეატოვეს დემონსტრანტები და პოლიცია
პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალური ქსელით კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე ეხმაურება.
„პოლიტიკოსებმა ერთმანეთს შეატოვეს დემონსტრანტები და პოლიცია. უკვე ორი საათია ხელჩართული ბრძოლა მიდის პარლამენტის წინ და არავინ ლიდერთაგან, არც ერთ მხარეს არაფერს აკეთებს სიტუაციის განმუხტვისთვის“, – აღნიშნავს მენაბდე.
პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყეს. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ იძულების პროპორციულ სპეციალურ საშუალებებს იყენებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.