სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს [ვიდეო]

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ იძულების პროპორციულ სპეციალურ საშუალებებს იყენებს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.