ვახტანგ ყოლბაია - სირიის განცხადებას აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით მომავალი არ აქვს
ვახტანგ ყოლბაია - სირიის განცხადებას აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით მომავალი არ აქვს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სირიის განცხადებას აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით მომავალი არ აქვს.

“სირია, რომელიც არ უფრთხილდება თავის ხალხს და პრაქტიკულად გაწირა მოსახლეობის დიდი ნაწილი, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. მისგან დიდად გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ის, რაც დღეს ჩაიდინა, ამ სიტყვას შეგნებულად ვხმარობ, რადგან საერთაშორისო სამართლის დარღვევა არის დანაშაულის ჩადენა. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე, საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე ჩვენი კონფლიქტისადმი ეს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის, რადგან ჩამოყალიბებულია მსოფლიო თანამეგობრობა იმაში, რომ აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მისივე თქმით, სირია ამოვარდნილია საერთაშორისო კონტექსტიდან.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ხელისუფლებმა ყველაფერი გააკეთა, რათა ჩართულობის პოლიტიკა ყოფილიყო წარმატებული. სირია ამოვარდნილია საერთაშორისო თანამეგობრობის ხედვებიდან და დემოკრატიული პროცესებიდან“, – განაცხადა ყოლბაიამ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარებისგაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.