ვახტანგ მეგრელიშვილი - უნდა შევთანხმდეთ, რომ ფარული ჩანაწერები ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გამოვიყენოთ
ვახტანგ მეგრელიშვილი - უნდა შევთანხმდეთ, რომ ფარული ჩანაწერები ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გამოვიყენოთ

პოლიტიკური პროცესის შემადგენელი, აბსოლუტურდ არაბუნებრივი ნაწილია, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენება ფარული ჩანაწერები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ცხოვრების ეთიკურ კონტექსტში , ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მსგავსი ჩანაწერების გამოყენება არ უნდა შეიძლებოდეს.

„იმის გამო, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს არც სანდო სასამართლო და არც სანდო სამართალდამცავი სისტემა, რაც არ უნდა იყოს, ამ ადამიანებს არ აქვთ ნდობა, რომ გამოიძიონ მსგავსი ტიპის საქმეები. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ამ ჩანაწერებით ბრძოლაა და საბოლოოდ ყველაფერი სისტემას ბრალდება. საბოლოო ჯამში, ჯერ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ პოლიტიკური ცხოვრების წესები, შევთანხმდეთ, რომ ამ პოლიტიკური ცხოვრების ეთიკურ კონტექსტში არ უნდა შეიძლებოდეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მსგავსი ჩანაწერების გამოყენება. ალეკო ელისაშვილი საუბრობდა ამაზე, ვნახე ამ თემაზე მამუკა მდინარაძის განცხადებაც, შემობრძანდით პარლამენტში და იქ საგამოძიებო კომისია ამ ჩანაწერების თემაზეც გავაკეთოთო. ჩემთვის ძალიან ადეკვატური წინადადებაა კომისიის შექმნა, როგორც ჩანაწერებთან დაკავშირებით, ისე გაყალბებულ არჩევნებთან მიმართებაში. „ქართული ოცნების“ ამ ორივე წინადადებაში არის სერიოზული რაციო, რომელსაც არგუმენტები სჭირდება რომ უარყო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.