ვახტანგ გომელაური - შეხვედრა, რომლის შესახებაც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შეხვედრა, რომლის შესახებაც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა.
მისივე თქმით, ვერ წარმოუდგენია, პატრიარქის გადაყენების თემა საერთოდ ვინმემ განიხილოს.
ამასთან, გომელაურის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, რატომ აკეთებს მეუფე იაკობი მსგავსს განცხადებებს.
„უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, არამედ მთელი ჩემი გუნდი და ვფიქრობ, სრულიად საქართველო. ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა. ასეთი შეხვედრა არ შემდგარა, მე არ ვყოფილვარ, არ ვიცი. არ ვყოფილვარ მსგავს შეხვედრაზე და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ? გამოძიებაზე პროკურორმა განაცხადა და თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს, დანაშაული არის თუ არა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა.
მისივე თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.