ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.