ვაჰრამ ბაღდასარიანი - 8 მაისს სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება
ვაჰრამ ბაღდასარიანი - 8 მაისს სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, ვაჰრამ ბაღდასარიანის თქმით 8 მაისს დაგეგმილ არჩევნების შემდეგ სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება.

ჟურნალისტების შეკითხვას, იქნებიან თუ არა ფრაქციაში ისეთი დეპუტატები, რომლებიც ფაშინიანს დაუჭერენ მხარს, ბაღდასარიანმა ასე უპასუხა: „თუ არ მისცემენ ხმას, როგორ გავა მისი კანდიდატურა“.

შეგახსენებთ, 1-ელ მაისს, სომხეთის პარლამენტში გამართულ პრემიერ-მინისტრის არჩევნებში მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.