ვაჰრამ ბაღდასარიანი – სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელსაც დეპუტატების 1/3 მიემხრობა

19:28, 02.05.2018

სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელსაც დეპუტატების 1/3 მიემხრობა. ამის შესახებ ფრაქციის ხელმძღვანელმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა განაცხადა.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ.

სომხეთის პარლამენტში გამართულ „რესპუბლიკური პარტიის“ ფრაქციის სხდომას, ყოფილი პრეზიდენტი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრი, სერჟ სარგსიანიც ესწრებოდა.

ცნობილი ხდება, რომ ბლოკ „წარუკიანის“ ფრაქცია არჩევნების მეორე ტურში ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდება. გაგიკ წარუკიანისა და ნიკოლ ფაშიანიანის შეხვედრა სასტუმრო Marriott-ში გაიმართა.

მსგავსი