ვაგზლის მოედანზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. დახლების გაშლისა და საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით, გარემოვაჭრეებს „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა ჰქონდათ გადაკეტილი.
მათი თქმით, ათი დღის წინ, მერიის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, თოდუას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დახლები აეღოთ და მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილას გადასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარომდებოდნენ.
გარემოვაჭრეების განმარტებით, მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილას არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოვაჭრეებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.
გარემოვაჭრეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოძრაობა ამ წუთებში თავისუფალია.