დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ფლი მარკეტი გაიმართა [ფოტო]
დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ფლი მარკეტი გაიმართა [ფოტო]

დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ფლი მარკეტი გაიმართა.

ორგანიზატორების თქმით, შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემათ გარემოვაჭრეებს.

როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, თავდაპირველად მერიამ მათ გარევაჭრობის უფლება მისცა, თუმცა შემდეგ კვლავ აუკრძალა, ალტერნატიულ ფართად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა, რაზეც გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.

მათ ამ ფორმით მალხაზ მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუხადეს. გარემოვაჭრეები დედაენის ბაღში იმ პროდუქციას ყიდიან, რაც საახალწლო ბაზრობისთვის ჰქონდათ შეძენილი.

დატოვე კომენტარი