ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ
ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები დახლების დადგმას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლების დადგმა დილიდან სცადეს, თუმცა ამის საშუალებას მუნიციპალური ინსპექცია არ აძლევს.

„ჩვენ გლეხები ვართ. გვინდა, ჩვენი პროდუქტი გავყიდოთ. გვეუბნებიან, პანდემიააო, კორონააო, არ გვაძლევენ საშუალებას, ვივაჭროთ და ორი კაპიკი ვიშოვოთ. მიდით, იქნებ თქვენ გითხრან, რას გვერჩიან. გვეუბნებიან, შედით ბაზარშიო. იქ 13-14 ლარად უნდა გავყიდო ხორცი. მე ჩემ პროდუქტს 10 ლარად ვყიდი და დამაცადონ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ამ დროისთვის გარემოვაჭრეები საკუთარ პროდუქტებს შეუფერხებლად ყიდიან. ადგილზე მობილიზებულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია.