კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ მებრძოლები დონის როსტოვს ტოვებენ. ტელეკომპანია „დოჟდი“ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ ქალაქს „ვაგნერელები“, ხალხი კი მათ აპლოდისმენტებითა და შეძახილით – „ვაგნერი ძალაა“, აცილებს.
როგორც BBC იუწყება, „როსტოვ არენას“ სტადიონზე განთავსებულ ეკრანზე შემდეგი ტექსტია განთავსებული: „ჩვენ ერთი ერი ვართ და ერთ გარე მტერს ვებრძვით. გვჯერა რუსი ერის და ჩვენი პრეზიდენტის“.
ასევე, BBC-ის ცნობით, მოსკოვში ძალაში რჩება უქმედ გამოცხადებული ორშაბათი დღე, რომელიც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ქალაქის მერმა კონტრტერორისტული რეჟიმის ამოქმედების გამო დააწესა.