ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოპედისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოპედისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, მოპედის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ჩახვევას ცდილობდა, რა დროსაც მას მოპედი შეეჯახა, ამის შემდეგ ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.