ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველს 77-ე ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო.
ასპარეზობის 1/8 ფინალში ტურნირს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ნიკა კაჭარავამ ყველასათვის მოულოდნელი შედეგით 1,5:0,5 საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, ჩემპიონატის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ლევან ფანცულაია დაამარცხა.
მოულოდნელი იყო ბაჩანა მორჩიაშვილის გამარჯვებაც, რომელიც დავით არუთინიანთან თამაშობდა. დანარჩენ პარტიებში კი კი რეიტინგ-ფავორიტებმა იმარჯვეს: მჭედლიშვილმა ახვლედიანი, პაიჭაძემ თუთისანი, ჯოჯუამ პეტრიაშვილი ხოლო ყუფარაძემ ბენიძე დაამარცხა.
პირველი წრე:
ნიკოლოზ კაჭარავა (2302) 1,5:0,5 ლევან ფანცულაია (2605)
მიხეილ მჭედლიშვილი (2602) 1,5:0,5 ირაკლი ახვლედიანი (2334)
ნოე თუთისანი (2367) 0,5:1,5 ლუკა პაიჭაძე (2588)
დავით ჯოჯუა (2586) 2 : 0 ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2371)
ბაჩანა მორჩიაშვილი (2384) 1,5:0,5 დავით არუთინიანი (2545)
თორნიკე სანიკიძე (2525) 1 : 1 გიორგი სიბაშვილი (2392)
ირაკლი ბერაძე (2465) 1 : 1 დავით მაღალაშვილი (2506)
დავით ბენიძე (2501) 0,5 : 1,5 გიგა ყუფარაძე (2499)
მაშ ასე 1/4 ფინალური ეტაპის 6 მონაწილე ცნობილია და ხვალინდელი ტაი-ბრეიქი 2 1/4 ფინალისტის ვინაობას გაარკვევს.