საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - ეს წარმატება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი გამოვასწოროთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | თემურ ქეცბაია - ეს წარმატება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი გამოვასწოროთ #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურო ტაიმაუტში“ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა და ჩვეული ემოციურობით ისაუბრა.

„ძალიან დიდი ამბავი მოხდა, რასაც მთელი საქართველო და ქართველი გულშემატკივარი, დიდი ხანია, ელოდება. რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ამ სიხარულს და ამ გამარჯვებას.

იმედია, ეს ქართულ ფეხბურთში შექმნის იმ ვითარებას, რომ ბევრი რამ გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ეს წარმატება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი გამოვასწოროთ.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა აქვს. ქუჩაში ამდენ ხალხს ვერავინ გამოიყვანს, ვერც პოლიტიკა და ვერც სპორტის სხვა სახეობა. ამიტომ ვამბობდი, რომ ფეხბურთს მეტი ყურადღება სჭირდება“, – ამბობს თემურ ქეცბაია.