ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს მე-80 ჩემპიონატის მესამე ტურის პარტიები გაიმართა #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს მე-80 ჩემპიონატის მესამე ტურის პარტიები გაიმართა.
ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი ლევან ფანცულაია დღეს შავი ფერის ფიგურებით კონსტანტინე შანავასთან დამარცხდა.
მესამე ტური
ნოდარ ლორთქიფანიძე – შოთა აზალაძე 1:0.
კონსტანტინე შანავა – ლევან ფანცულაია 1:0.
გიგა ყუფარაძე – ლუკა პაიჭაძე 1/2:1/2.
ნიკოლოზ პეტრიაშვილი – მერაბ გაგუნაშვილი 1:0.
მერი არაბიძე – ნიკოლოზ კაჭარავა 1/2:1/2.
დღეისათვის 2-2 ქულა ლევან ფანცულაიას, კონსტანტინე შანავას და ნიკოლოზ პეტრიაშვილის ანგარიშზეა.
მეოთხე ტური
შოთა აზალაძე-ნიკოლოზ კაჭარავა.
მერაბ გაგუნაშვილი-მერი არაბიძე.
ლუკა პაიჭაძე-ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
ლევან ფანცულაია-გიგა ყუფარაძე.
ნოდარ ლორთქიფანიძე-კონსტანტინე შანავა.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ხვალ ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის პარტიები ჩატარდება.