საერთაშორისო დიდოსტატმა, მიხეილ მჭედლიშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო #1TVSPORT
საერთაშორისო დიდოსტატმა, მიხეილ მჭედლიშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო #1TVSPORT

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით 82-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის.

მიხეილ მჭედლიშვილმა ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მოაგროვა, შეჯიბრება მარცხის გარეშე დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ დაისაკუთრა.

ცხრა ტურის შემდეგ 5-5 ქულა სამი მოჭადრაკის ანგარიშზე იყო, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედლის მფლობელი თორნიკე სანიკიძე გახდა.

საქართველოს ჩემპიონმა და პრიზიორებმა ევროპის ვაჟთა პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

მეცხრე ტურის შედეგები:

თუთისანი ½:½ კაჭარავა

ყუფარაძე ½:½ მაღალაშვილი

სანიკიძე ½:½ გაგაუნაშვილი

პეტრიაშვილი ½:½ პაიჭაძე

ნიგალიძე ½:½ მჭედლიშვილი

სატურნირო მდგომარეობა:

I – მიხეილ მჭედლიშვილი – 7 ქულა

II – გიგა ყუფარაძე – 6 ქულა

III – თორნიკე სანიკიძე – 5 ქულა

IV – თორნიკე სანიკიძე – 5 ქულა

V – მერაბ გაგუნაშვილი – 5 ქულა

VI – ნიკოლოზ კაჭარავა – 4,5 ქულა

VII – გაიოზ ნიგალიძე – 4 ქულა

VIII – დავით მაღალაშვილი – 4 ქულა

IX – ნიკოლოზ პეტრიაშვილი – 3 ქულა

X – ნოე თუთისანი – 1,5 ქულა