საერთაშორისო დიდოსტატმა, მიხეილ მჭედლიშვილმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით 82-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის.
მიხეილ მჭედლიშვილმა ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მოაგროვა, შეჯიბრება მარცხის გარეშე დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ დაისაკუთრა.
ცხრა ტურის შემდეგ 5-5 ქულა სამი მოჭადრაკის ანგარიშზე იყო, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედლის მფლობელი თორნიკე სანიკიძე გახდა.
საქართველოს ჩემპიონმა და პრიზიორებმა ევროპის ვაჟთა პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მეცხრე ტურის შედეგები:
თუთისანი ½:½ კაჭარავა
ყუფარაძე ½:½ მაღალაშვილი
სანიკიძე ½:½ გაგაუნაშვილი
პეტრიაშვილი ½:½ პაიჭაძე
ნიგალიძე ½:½ მჭედლიშვილი
სატურნირო მდგომარეობა:
I – მიხეილ მჭედლიშვილი – 7 ქულა
II – გიგა ყუფარაძე – 6 ქულა
III – თორნიკე სანიკიძე – 5 ქულა
IV – თორნიკე სანიკიძე – 5 ქულა
V – მერაბ გაგუნაშვილი – 5 ქულა
VI – ნიკოლოზ კაჭარავა – 4,5 ქულა
VII – გაიოზ ნიგალიძე – 4 ქულა
VIII – დავით მაღალაშვილი – 4 ქულა
IX – ნიკოლოზ პეტრიაშვილი – 3 ქულა
X – ნოე თუთისანი – 1,5 ქულა