ნაბიჯი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ - ეროვნული ჩემპიონატი 36 წლისაა #1TVSPORT
ნაბიჯი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ - ეროვნული ჩემპიონატი 36 წლისაა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 36 წლისაა. 1990 წლის 30 მარტს „დინამო არენაზე“ ისტორიული შეხვედრა გაიმართა.

პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ ფოთის „კოლხეთი 1913-ს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ბურთი თამაშში სიმბოლურად ვიტალი დარასელიას შვილმა, ვიტალი დარასელია-უმცროსმა შეიყვანა. მატჩის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამ თამაშიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში პარლამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სწორედ ამ მატჩში დაფიქსირდა რეკორდი – 80,000 მაყურებელი მას მერე ეროვნული ჩემპიონატის არცერთ შეხვედრას არ დასწრებია.