ნაბიჯი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ - ეროვნული ჩემპიონატი 33 წლისაა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 33 წლისაა. 1990 წლის 30 მარტს, „დინამო-არენაზე“ ისტორიული შეხვედრა გაიმართა – ქვეყნის მთავარ არენაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ბურთი თამაშში სიმბოლურად ვიტალი დარასელიას შვილმა, ვიტალი დარასელია-უმცროსმა შეიყვანა. მატჩს ეროვნული მოძრაობის ლიდერები ესწრებოდნენ.
ფეხბურთის დამოუკიდებლობას ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებდნენ. ამ მატჩიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში პარლამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
ეს იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი, რომელსაც რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი – 80,000 ადამიანი დაესწრო. ამდენი მაყურებელი ეროვნული ჩემპიონატის არ დასწრებია.