გენო პეტრიაშვილმა 2023 წელი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

16:13, 10.01.2023

ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე, 125კგ. წონით კატეგორიაში გორელმა გენო პეტრიაშვილმა ფინალური შეხვედრა თბილისელი სოლომონ მანაშვილის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით – 10:0 გაიმარჯვა.

თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა ფალავნებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში სულ რვა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ.

მსგავსი