ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე, 125კგ. წონით კატეგორიაში გორელმა გენო პეტრიაშვილმა ფინალური შეხვედრა თბილისელი სოლომონ მანაშვილის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით – 10:0 გაიმარჯვა.
თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა ფალავნებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში სულ რვა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ.