ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მიხეილ მჭედლიშვილი და დავით ჯოჯუა ითამაშებენ
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება. ფინალში მიხეილ მჭედლიშვილი დავით ჯოჯუას მეტოქე იქნება.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი გიგა ყუფარაძე თორნიკე სანიკიძეს დაუპირისპირდება.
ფინალური სერია ორი პარტიისგან შედგება. ყაიმის შემთხვევაში, დამატებითი პარტიები ჩატარდება.
საქართველოს ჩემპიონი დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად.
პირველ-მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის 2018 წლის ვაჟთა ჩემპიონატზე დაფინანსდებიან, მომავალ წელს საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელები გახდებიან.