ოთხიდან ოთხი გამარჯვება - დელის საერთაშორისო ტურნირზე ლევან ფანცულაიამ ბრწყინვალედ იასპარეზა | ჭადრაკი
ოთხიდან ოთხი გამარჯვება - დელის საერთაშორისო ტურნირზე ლევან ფანცულაიამ ბრწყინვალედ იასპარეზა | ჭადრაკი

ლევან ფანცულაიამ ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ რიგით მერვე ღია საერთაშორისო ტურნირის ფინიშზე ოთხიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა და საპრიზო ადგილები გაინაწილა.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ათიდან რვა ქულა დააგროვა და II – IV ადგილები გაინაწილა: ალექსეი ალექსანდროვთან (ბელარუსი) და პაველ პონკრატოვთან (რუსეთი) ერთად. ხოლო, პირველ ადგილზე 8,5 ქულით მასპინძელთა წარმომადგენელი აბიჟეტ გუპთა გავიდა.

ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე, საერთაშორისო დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი 7,5 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.

წყარო – საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.