ვადაგასული სურსათისა და ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
ვადაგასული სურსათისა და ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
ცვლილებების მიხედვით, ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან ამოღებას. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით და ვადაგასული საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან ამოღებას.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების წარმოება-დაფასოება ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.