საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 18.7 პროცენტით ზეთი გაიაფდა, ხილი კი 21 პროცენტით გაძვირდა
საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 18.7 პროცენტით ზეთი გაიაფდა, ხილი კი 21 პროცენტით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების კლებამ იქონია გავლენა.

საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები -18.7 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -14.2 პროცენტით გაიაფდა, პური და პურპროდუქტები კი – -9.8 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასებმა -5.0 პროცენტით დაიკლო.

ამასთან, ფასები 21.0 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე; ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 4.5 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 4.1 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.0 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 1.8 პროცენტით, ხოლო თევზეულზე ფასებმა 1.6 პროცენტით მოიმატა.