უზრა ზეია - აშშ კვლავინდებურად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოვუწოდებთ მთავრობას, დააკორექტიროს კურსი
უზრა ზეია - აშშ კვლავინდებურად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოვუწოდებთ მთავრობას, დააკორექტიროს კურსი

აშშ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კურსი დააკორექტიროს.

„აზრთა გულწრფელი მიმოცვლა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. აშშ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის, ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონითა და რიტორიკით, რომელიც ძირს უთხრის მათ გზას ევროკავშირისკენ და ურთიერთობებს აშშ-თან.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დააკორექტიროს კურსი და შეასრულოს საზოგადოების მისწრაფება საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – წერს უზრა ზეია.