უზრა ზეია – აშშ კვლავინდებურად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოვუწოდებთ მთავრობას, დააკორექტიროს კურსი
აშშ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კურსი დააკორექტიროს.
„აზრთა გულწრფელი მიმოცვლა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. აშშ კვლავინდებურად ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის, ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონითა და რიტორიკით, რომელიც ძირს უთხრის მათ გზას ევროკავშირისკენ და ურთიერთობებს აშშ-თან.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დააკორექტიროს კურსი და შეასრულოს საზოგადოების მისწრაფება საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – წერს უზრა ზეია.
Frank exchange of views with @PM_Kobakhidze. 🇺🇸 remains gravely concerned with how 🇬🇪 government’s anti-democratic actions, including the so-called foreign influence law, and rhetoric have undermined their EU path & relationship with the United States. We urge the 🇬🇪 gov’t to… pic.twitter.com/3TtBFh6mrN
— Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 12, 2024