უზბეკეთში მშენებლობაზე გრუნტის ჩანგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მეტროს ახალი ხაზის მშენებლობის დროს გრუნტი ჩაინგრა და მუშები მოიყოლა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.
უზბეკეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გრუნტის ჩამონგრევა უხვმა ნალექმა გამოიწვია.
გარდაცვლილი მუშების ოჯახების დასახმარებლად ტრანსპორტის მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნა.