შალვა პაპუაშვილი - უზბეკეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა
შალვა პაპუაშვილი - უზბეკეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ძალიან წარმატებული საუბრები გვქონდა ჩვენს პარლამენტებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

„2018 წლიდან საქართველოსა და უზბეკეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მემორანდუმი უფრო პრაქტიკული გახდეს, როგორც სექტორული კომიტეტების მუშაობის მხრივ, ისე მეგობრობის ჯგუფების დონეზე. მოხარული ვარ, რომ პირადი კონტაქტი შედგა პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრები ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.