მეწყრული პროცესების გამო საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო საგზაო მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.