უზბეკეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ადგილობრივი გამოყენებისთვის დაამტკიცეს
უზბეკეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ადგილობრივი გამოყენებისთვის დაამტკიცეს. შესაბამის ინფორმაცია სააგენტო „როიტერი“ რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრალური აზიის სახელმწიფომ, 33.5 მილიონი მცხოვრებით, განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის 1 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს. უზბეკეთი, თავად რუსეთის გარდა, 27-ე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული წარმოების ვაქცინა – „სპუტნიკ V“ დაამტკიცეს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, უზბეკეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ 622 შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 461-ს შეადგენს.