უშიშროების საბჭოს 11 სექტემბრის სხდომაზე 2019 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრაზე იმსჯელებენ
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 11 სექტემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
მათივე ცნობით, მომხსენებლები იქნებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ამასთან, სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, 15:30 საათზე დაიწყება.