მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი ნორვეგიულ საფეხბურთო კლუბ “სტრიომსგოდსეტთან” ერთად ვარჯიშობს.
31 წლის იამაიკელი სპრინტერი აპირებს, ამ კვირას მონაწილეობა მიიღოს ამხანაგურ მატჩში ნორვეგიის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ.
ბოლტმა მიიღო მაისური ნომრით – 9.58. ეს რიცხვი აღნიშნავს მის მსოფლიო რეკორდს 100 მეტრ დისტანციაზე. უფრო ადრე, უსაინი “დორტმუნდთან” და სამხრეთ აფრიკის გუნდ “მამელოდი სანდაუნზთან” ერთად ვარჯიშობდა.
„ბოლტი კარგი ფეხბურთელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩვენთან ვერ ივარჯიშებდა“, – განაცხადა “სტრიომსგოდსეტის” სპორტულმა დირექტორმა, ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა იოსტეინ ფლომ.
“სტრიომსგოდსეტი” ნორვეგიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.