უსაინ ბოლტი ნორვეგიულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს

01:18, 31.05.2018

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი ნორვეგიულ საფეხბურთო კლუბ “სტრიომსგოდსეტთან” ერთად ვარჯიშობს.

31 წლის იამაიკელი სპრინტერი აპირებს, ამ კვირას მონაწილეობა მიიღოს ამხანაგურ მატჩში ნორვეგიის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ.

ბოლტმა მიიღო მაისური ნომრით – 9.58. ეს რიცხვი აღნიშნავს მის მსოფლიო რეკორდს 100 მეტრ დისტანციაზე. უფრო ადრე, უსაინიდორტმუნდთან” და სამხრეთ აფრიკის გუნდ “მამელოდი სანდაუნზთან” ერთად ვარჯიშობდა.

„ბოლტი კარგი ფეხბურთელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩვენთან ვერ ივარჯიშებდა“, – განაცხადა “სტრიომსგოდსეტის” სპორტულმა დირექტორმა, ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა იოსტეინ ფლომ.

სტრიომსგოდსეტი” ნორვეგიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.

მსგავსი