ხუთი წლის შემდეგ ნორვეგიამ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა
ხუთი წლის შემდეგ ნორვეგიამ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ონჩუ ქეჩელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ და თურქმა კოლეგამ ჰაკან ფიდანმა ოთხშაბათს ისაუბრეს, რა დროსაც ფიდანს ნორვეგიის გადაწყვეტილება აცნობა. ფიდანმა კი ნორვეგიელ კოლეგას განუცხადა, რომ მსგავსი შეზღუდვები არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა ექსპორტთან დაკავშირებული პრაქტიკის ნორმალიზება, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვასთან და ორმაგი დანიშნულების ნივთებთან თურქეთში სამხედრო გამოყენებისთვის.
ნორვეგია იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც 2019 წელს თურქეთს თავდაცვის ინდუსტრიას შეზღუდვები დაუწესეს ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის გამო.
Dışişleri Bakanımız Hakan Fidan, bugün (11 Eylül) Norveç Dışişleri Bakanı Espen Barth Eide ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi.
Norveç Dışişleri Bakanı Eide, Norveç’in 2019 yılında Türkiye’ye karşı uygulamaya koyduğu savunma sanayii kısıtlamalarını kaldırma kararı…
— Öncü Keçeli | Dışişleri Bakanlığı Sözcüsü (@SpoxTR_MFA) September 11, 2024