მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა პირველი ვარჯიში ჩაატარა ავსტრალიური კლუბის “სენტრალ კოსტ მარინერსის” შემადგენლობაში, – ინფორმაციას FOX Sports-ი ავრცელებს. 32 წლის იამაიკელმა თავის საბოლოო მიზნად – “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით თამაში დაისახა.
ვარჯიშის შემდეგ, ბოლტმა აღიარა, რომ მას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ იმისთვის, რომ კონტრაქტი დაიმსახუროს. მანვე აღნიშნა, რომ საკუთარ თავში რწმენის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა რვა ოლიმპიური ოქროს მოგება.
„ავსტრალიის ჩემპიონატში დებიუტი გახდება ნაბიჯი საბოლოო მიზნისკენ, რაც არის “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში თამაში. იქნება ეს ერთი თუ ხუთი მატჩი, ამაში მდგომარეობს ჩემი ოცნება”, – აღნიშნა ბოლტმა.