თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი უსაფრთხოების მიზნით, დროებით გადაკეტილი იყო, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსიდან იყო მინების ჩამოყრის საფრთხე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შენობის მინები გაამაგრეს, რის შემდეგაც აღმაშენებლის ხეივანი გაიხსნა.
ძლიერი ქარის გამო, საქართველოში სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 200-მდე ზარი განხორციელდა.
საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა შენობების სახურავები დააზიანა.
უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცნენ ძლიერი ქარის დროს, შენობის შიგნით და შენობის გარეთ.