ურსულა ფონ დერ ლაიენი - უახლოეს ხანში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს ხანში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის დროს ჩადენილ დანაშაულებებში ბრალდებულების გასამართლებას უზრუნველყოფს.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთაშორისო ცენტრის დაფუძნების შესახებ შეთანხმება ლვოვში მიმდინარე კონფერენციაზე გაფორმდება.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ რუსეთმა საფასური გადაიხადოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.