ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე
ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ და თავშეკავებისკენ ნებისმიერი შემდგომი აგრესიული ქმედებისგან. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ უკრაინას ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა, ერთგულება მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნამდვილად ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.