ურსულა ფონ დერ ლაიენი - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ის არის ქვეყანა, სადაც სასტიკად შეიჭრნენ, სწორედ მან უნდა ჩამოაყალიბოს მშვიდობის ძირითადი პრინციპები
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კიევის სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს მთავარი მცდელობა, რომ დასრულდეს უკრაინაში რუსეთის ომი.
„არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა არის ის ქვეყანაა, სადაც სასტიკად შეიჭრნენ. ამიტომ სწორედ მან უნდა ჩამოაყალიბოს მშვიდობის ძირითადი პრინციპები“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა ომში ჩინეთის როლზეც და აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ზელენსკისთან საჭირო იყო, თუმცა აუცილებელია, პეკინმა ომის დასასრულებლად მოსკოვზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს.
ამასთან, ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა ახალი ტრიბუნალის შექმნას, რომელიც ომის დანაშაულებზე პასუხისგებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს 19 სექტემბერს შეხვდებიან, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრებენ. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სავარაუდოდ, ქვეყნებს დრო დასჭირდებათ, ვიდრე ერთსულოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.