ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ სურს უმრავლესობის შექმნა ევროკავშირის პარლამენტში „ძლიერი და ეფექტური ევროპისთვის“ და დარწმუნებულია, რომ შეუძლია ახალი მანდატის მოპოვება
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ სურს უმრავლესობის შექმნა ევროკავშირის პარლამენტში „ძლიერი და ეფექტური ევროპისთვის“ და დარწმუნებულია, რომ შეუძლია ახალი მანდატის მოპოვება

ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს უმრავლესობის შექმნა ევროკავშირის პარლამენტში „ძლიერი და ეფექტური ევროპისთვის“ და დარწმუნებულია, რომ შეუძლია ახალი მანდატის მოპოვება.

ევროკავშირის ხელმძღვანელად დარჩენის უზრუნველსაყოფად, ფონ დერ ლაიენს სჭირდება ევროკავშირის 27 ლიდერის „კვალიფიციური უმრავლესობა“ და ასევე, უმრავლესობა 720-ადგილიან ევროპარლამენტში.

„ჩვენ შეიძლება განვსხვავდებოდეთ ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვსურს ძლიერი და ეფექტური ევროპა. ამიტომ მთელი ჩემი კამპანიის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი პროევროპული ძალების ფართო და ეფექტური უმრავლესობის შესაქმნელად. ჩემი მიზანია, გავაგრძელო ეს გზა მათთან ერთად, ვინც არის პროევროპელი, პროუკრაინელი, კანონის უზენაესობის მომხრე. დარწმუნებული ვარ ახალი მანდატის მოპოვებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მელოდება წინ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.