ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან თანხვედრაში
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებებთან თანხვედრაში, – ამის შესახებ ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ფოტოს ავრცელებს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან თანხვედრაში“,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
Thank you, @Zourabichvili_S, for your leadership. I deeply respect your commitment to Georgia’s European future.
The Georgian people overwhelmingly support this path.
We urge the Georgian government to act in accordance with Georgia’s EU aspirations. pic.twitter.com/HKK0VVCcqf
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 15, 2024