როგორც რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლ ჟაკარე სოუზას და მის ორ თანაგუნდელს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ბრაზილიელს ხვალ ჯექსონვილში ურაია ჰოლის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.
აღნიშნული დაპირისპირება ჰოლისთვის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა უნდა ყოფილიყო.
უსიამოვნო ფაქტის გაგების შემდეგ ჰოლისა და სოუზას ბრძოლა, რა თქმა უნდა, მაშინვე ჩაშლილად გამოცხადდა. ურაიამ ჟაკარე სოუზას ტვიტერის საკუთარ გვერდზე მიმართა.
„ძმაო, ვიცი, თუ როგორი იმედგაცრუებული ხარ ახლა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გადატანა გიწევს. მე, რა თქმა უნდა, უაღრესად იმედგაცურებული ვარ, რომ ვერ ვიბრძოლებთ, თუმცა ერთადერთი, რასაც ახლა გისურვებ, სწრაფი გამოჯანმრთელებაა“.