„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სტატიაში „საქართველო და რუსეთის ჰიბრიდული ომი“.

სტატიის თანახმად, კანონპროექტი, რომლის სპონსორობასაც კონგრესმენი გეგმავს, სახელმწიფო მდივანს მოსთხოვს, კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილებისა და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ.

„„უცხოური აგენტების“ კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ.

კანონპროექტი ასევე სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-თან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს, შესაძლოა, იყოს გადამწყვეტი მომენტი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რადგან მისი მოქალაქეები ცდილობენ, შეაჩერონ ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტი“, – ვკითხულობთ სტატიაში.