ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების” მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების გამო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების” მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ”, – წერს ჯო უილსონი ტვიტერზე.
იქსით გავრცელებულ მის კომენტარს თან ახლავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელიც მან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააკეთა.
It is shameful that the Biden-Harris administration is legitimizing Georgian Dream’s authoritarian takeover of a freedom loving country. 🇺🇸🇬🇪 #MEGOBARI https://t.co/NCAjW58Nj8
— Joe Wilson (@RepJoeWilson) October 29, 2024